03/02/2022
21:29
სამართალი
47 წლის კაცი მრავლობითი ჭრილობით გორმედში იყო გადაყვანილი. ექიმებმა რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა გორში 31 იანვარს მოხდა.
გორში სასამართლო პროცესზე შვილის დაჭრისთვის ბრალდებულმა კაცმა ფიზიკური ზეწოლის შესახებ ისაუბრა. 82 წლის კარლო მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შვილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.
„სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა“ - ამბობს კარლო მეგრელიშვილი, რომლის სასამართლო პროცესი 2 თებერვალს გაიმართა.
საქმის განხილვისას ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ იგი შვილის მხრიდან ხშირად იყო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და დანაშაულიც ამის გამო ჩაიდინა.
„ახალი წელი რაც დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა. ძირს რომ ვეგდე, იატაკზე, ჩემზე დახტებოდა და ხტუნაობდა“, - განაცხადა ბრალდებულმა.
მოსამართლემ 82 წლის კაცს წინასწარი, 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0