17/07/2023
15:31
ეკონომიკა
შიდა ქართლში, გორში ლიბერთის ახალი ფილიალი გაიხსნა.
ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი - ვაჟა მენაბდე და საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი - თორნიკე კორძაია დაესწრნენ. ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესისა და მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირების მომსახურებას. ფილიალი გორში, ცხინვალის გზატკეცილი N2 მისამართზე მდებარეობს და 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული.
,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას რეგიონებში.
ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება. ბიზნესსა და მაღალშემოსავლიანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით, ვფიქრობთ, კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აღნიშნულ პროცესს.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024