
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა.
მათ მადლობა გადაუხადეს სასწავლო კურსის ინიციატორებს და შეხვედრის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა. აქ მიღებული ინფორმაცია მათ საქმიანობის უკეთესად დაგეგმვაში და ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება. ყველა დამეთანხმებით, რომ მეწარმეობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება, აუცილებელი პირობაა სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი სასწავლო კურსის ინიციატორებს და ორგანიზატორებს. შეხვედრის მონაწილეებს კი გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.
ტრენინგ - კურსის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
შეხვედრა ჩატარდა სსიპ აწარმოე საქართველოში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.
0
0