
გორში 2008 წელს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
0
0