29/11/2021
09:54
პოლიტიკა
“გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა, სინამდვილეში ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება” – წერს რომან გოცირიძე თავის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.
„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. რუსულად, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს. ჩვენი კადრებით ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია, მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ამას შეუძლია, მოკლას ყველა, ვინც კონკრეტულად ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება.
ეს განცხადება არ არის სათამაშო. ეს მანქანა იმ წუთიდან, რაც მიშა სააკაშვილი გადმოყვანილია გორში, მისი პალატის ქვევით აყენია. გამოსხივების მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ავტომობილის ანტენების ზემოთ რადიუსზე. რომ შევადაროთ, რამდენად ძლიერია გამოსხივება, ქალაქის მასშტაბით დაყენებული ჯიესემის ანტენები ასხივებს 18 ვატის გამოსხივებას, ამ მანქანის სიმძლავრე არის არანაკლებ 200 ვატისა. თავად შეაფასეთ, როგორ კლავს ჩვენი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს“, – აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.
0
0