
2022 წელს მუნიციპალიტეტს 36 368 გრძივი მეტრი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.
პროექტების მიხედვით 25 413 მეტრი სოფლებში, ხოლო 10 945 მეტრი ქალაქში მოეწყობა.
მიმდინარე წელს, გორში სამუშაოები ქალაქის 17 ქუჩაზე დაიწყო.
უკვე დასრულდა 5 (აბაშიძის, არაგველის, ქუჩიშვილის, ბესიკის, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩები) და მიმდინარეობს 9 ქუჩის რეაბილიტაცია (აღმაშენებლის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთი, რაზმაძის, რობაქიძის, გვერწითელის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩერქეზიშვილის, სოხუმის, ბაგრატიონის ქუჩები).
მალე დაიწყება სამუშაოები ანტონოვისა და სააკაძის ქუჩებზეც.
გარდა ქალაქისა, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის 20 სოფელში დაიგეგმა.
მათ შორის სამუშაოები დასრულდა 11 ( ბერშუეთი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხიდისთავი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ტირძნისი, ქვახვრელი, ატენი) და მიმდინარეობს 6 სოფელში (კირბალი, ბერბუკი, ტინისხიდი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, შერთული, ხელთუბანი).
მალე დაიწყება შიდა გზების რეაბილიტაცია ახალდაბასა და მეღვრეკისში, იგეგმება ასევე აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მოწყობაც.
0
0