
მერიის მიერ მომზადებული პაკეტით 200 ლარით გაიზრდება და 300-ის ნაცვლად 500 ლარი გახდება:
• ონკოლოგიური პაციენტების კვლევის დაფინანსება;
• ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების დაფინანსება;
100 ლარით იზრდება:
• სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები - 400-დან 500 ლარამდე;
• მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში 100-დან 200 ლარამდე;
• სოციალურად დაუცველი ოჯახების (150 000 ქულამდე) დახმარება მე-3 შვილის შეძენისას 200-დან 300 ლარამდე;
• ოთხშვილიანი ოჯახების ყოველწლიური დახმარება 400-დან 500 ლარამდე;
• მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 300-დან 400 ლარამდე;
50 ლარით იზრდება:
• მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა 100-იდან 150 ლარამდე;
• პრობაციონერების დახმარება 250-დან 300 ლარამდე;
• უსინათლოების დახმარება კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე;
• სმენადაქვეითებულების დახმარება 200-დან 250 ლარამდე;
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დაფინანსება მთლიანად 2 524 100 ლარითაა განსაზღვრული, რაც გასულ წელთან შედარებით 488 000 ლარით მეტია.
0
0