
პროექტის ფარგლებში, სკრის საჯარო სკოლაში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ნაადრევი ქორწინებისა და მავნე ჩვევებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
პროექტი „წარმატებული მომავლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამითაა“ დაფინანსებული და ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის, შემეცნებით და სპორტულ-გასართობ აქტივობებსაც ითვალისწინებს.
პროექტს ახორციელებს ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ბეთლემი“.
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების გზით, სკრის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდებისთვის სხვადასხვა უნარ - ჩვევების შესწავლა და აქტიურ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
0
0
სოფელ ეწერში სარწყავი არხები იწმინდება
01/07/2025