
ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია, როგორც საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა, ასევე კომუნიკაციებისა და გათბობის სისტემა მოწყობა და ეზოს მოწესრიგება.
პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქაშეთში მცხოვრები ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო დაწესებულებაში შეძლებენ განათლების მიღებას.
საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე დაიხარჯება.
ამ დრომდე, საქაშეთში მცხოვრები პატარები დაქირავებულ კერძო სახლში იღებენ სკოლამდელ განათლებას.
გორის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 ახლადაშენებული ბაღი გაიხსნება. მიმდინარე წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა კიდევ ერთ სოფელშია დაგეგმილი.
0
0
სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ჩავა
22/04/2025