
გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში გაიმართა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მუშაობას უკავშირდებოდა.
საბჭოს წევრებმა სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჯირკველიშვილს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს აინტერესებთ.
საბჭოს წევრებმა უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელისგან მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს მუშაობის სპეციფიკისა და არსებული გამოწვევების შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ.
საბჭოს წევრები და ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მგზავრთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გამართულ მუშაობას.
0
0