
იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. სამწუხაროა, რომ უკანონო დაკავებები ამ დრომდე გრძელდება, რაც რიგ შემთხვევებში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლესაც კი. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით ოჯახს მხარში. იმედს გამოვთქვამ, რომ გენადი ბესტაევი გამოჯანმრთელდება და მსგავსი შემთხვევები მომავალში მაინც აღარ მოხდება“ - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა განაცხადა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გენადი ბესტაევის დას ნაირა გუდაძეს შეხვდა და პროდუქტი ჩაუტანა.
საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლთან დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გადმოიყვანეს.
0
0