
გორში ქალაქის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. 2022 წელს საპატიო გორელის წოდება 7 ადამიანს მიენიჭა.
მათ და დღემდე არჩეულ გორის ყველა საპატიო მოქალაქეს, გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ინიციატივით საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ 500 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წელს გორის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
თინა ბრეგვაძე - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ჯემალ მჭედლიშვილი - წარმატებული სპორტსმენი გიორგი გოგშელიძე - წარმატებული სპორტსმენი თინა წერეთელი - საბავშვო ბაღის დირექტორი დარია ვაშაგაშვილი - გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი მარიზა აბრამიძე - შიდა ქართლში ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე - ინჟინერი საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ქალაქის სახალხო დღესასწაულის „გორის დღე 2022“ - ის ფარგლებში გაიმართა.
0
0