გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალგაზრდებისათვის კიდევ ერთი პროექტი ,,ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის" განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ცხადდება თანასწორგანმანათლებელთა შესარჩევი კონკურსი 16 - დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისა და 18 -დან 24 წლამდე სტუდენტებისთვის, რომლებიც ტრენერულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ და ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მიღებულ ცოდნას თანატოლებს გაუზიარებენ.
პროექტის მონაწილეები გაივლიან UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ თემატურ სესიებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე TOT მეთოდოლოგიურ ტრენინგს თანასწორგანმანათლებლებისთვის.
პროექტის საბოლოო ეტაპზე სულ შეირჩევა 12 თანასწორგანმანათლებელი, რომლებიც ჩაატარებენ სასწავლო-საინფორმაციო სესიებს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში.
პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3NiDQ8k. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი.
პროექტს ახორციელებს ასოციაცია "ჰერა ოცდაერთი" გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში.
0
0