
🎼🎼კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებსა და მათ ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
გორის მუსიკალური სტუდიის „აი იას“ აღსაზრდელებმა, ნანა სამხარაძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
საშუალო ასაკის კატეგორიაში წარმატებები მოიპოვეს:
♦️ გრან - პრი ია ლიჩელი
♦️ I ადგილი მაიკო შათირიშვილი
♦️ II ადგილი ბარბარე ბუთურიშვილი
♦️ III ადგილი ეკა მერებაშვილი
უფროსი ასაკის კატეგორია:
♦️ გრან - პრი ნინო სამნიაშვილი
♦️ I ადგილი ანა ავაზნელი
♦️ მაყურებლის სიმპატია ანამარია ლაფაჩი
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა თამარ ქავთარაძე და წარმატებული გამოსვლები მიულოცა ყაზახეთში გამართულ სატელევიზიო ვოკალურ კონკურსში „The Voice.”
გორის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებულ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მხარს უჭერს და ხელს უწყობს საკუთარი ნიჭის რეალიზებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, სთავაზობს კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც კულტურულ სფეროში მოღვაწე ხელოვანების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
0
0