
- ბერშუეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. გზის სიგრძე 3 265 გრძივ მეტრს შეადგენს. გარდა საავტომობილო გზის მონაკვეთისა, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, ეზოებისა და მიერთებების მოწყობასაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 681 980 ლარის.
შესყიდვისბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436730&lang=ge
- საუბნო გზების რეაბილიტაცია ხიდისთავში
სოფელ ხიდისთავში საუბნო გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აქედან, ერთი მონაკვეთი 641 გრძივ მეტრს, ხოლო მეორე მონაკვეთი 2 444 გრძივ მეტრს შეადგენს. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოეწყობაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 011 480 ლარია.
შესყიდვისბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436456&lang=ge
- წედისის, ბნავისის, ოლოზისა და ღვარების გზის რეაბილიტაცია
წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი იწყება. გზის სიგრზე 5 800 გრძივი მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 745 860 ლარის შეადგენს.
შესყიდვისბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436679&lang=ge
0
0
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
11/03/2025