-share.jpg)
აღნიშნული თანხით ისარგებლეს ბენეფიციარებმა, რომელთა შორის არიან:
უსინათლო და სმენადაქვეითებული პირები;
100 და მეტი წლის ასაკის უხუცესები;
დედ-მამით ობოლი ბავშვები;
მრავალშვილიანი ოჯახები;
სოციალურად დაუცველი სტუდენტები და სპორტსმენები;
ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები;
ვეტერანები;
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები;
მარტოხელა მშობლები;
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები
სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქეები;
აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარები გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ. კერძოდ, 100 ლარით იზრდება დახმარება:
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (150 000 ქულამდე), რომელთაც შეეძინებათ მე-3 შვილი (დაფინანსება გაზრდილია 200-დან 300 ლარამდე);
ოთხშვილიანი ოჯახებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 400-დან 500 ლარამდე);
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 300-დან 400 ლარამდე);
50 ლარით გაიზრდება დაფინანსება:
მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის ( 100-იდან 150 ლარამდე;)
პრობაციონერებისთვის ( 250-დან 300 ლარამდე);
უსინათლოებისთვის (კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე);
სმენადაქვეითებულებისთვის 200-დან 250 ლარამდე;
პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ.
0
0
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
11/03/2025