
პროექტის მიზანს წარმოადგენს, სკრის თემში მცხოვრები 20 მზრუნველობას მოკლებული მარტოხელა მოხუცის საზოგადოებაში ინტეგრირება.
გარდა იმისა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები პროექტის ბენეფიციარებს უტარებენ მცირე სამედიცინო მანიპულაციებს და ეხმარებიან საოჯახო საქმეებში, მეტი სოციალიზაციისთვის მათთვის გეგმავენ სხვადასხვა სახის აქტივობებს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 პროექტს აფინანსებს.
პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.
პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - shorturl.at/bgjkZ
0
0