
მერიის დაფინანსებული პროექტის ,,საქმიანობათა ცენტრი გორში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის” ბენეფიციარები არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები - მრავალშვილიანი ოჯახები, ხანდაზმულები, იძულებით გადადგილებული პირები და ა.შ.
პროექტის სოციალური ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო, ჰუმანიტარულ, ჰიგიენურ, სარეაბილიტაციო, პრევენციულ და სხვა აქტივობებს.
სამედიცინო გადასინჯვები, სურსათითა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა, უფასო სოციალური საშხაპითა და რეცხვის სერვისით სარგებლობა, საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით საჭირო ინფარმაციის მიწოდება - ეს იმ მომსახურეობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბენეფიციარები პროექტის ფარგლებში იღებენ.
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს.
Write to გორის მერია/სფეისი
0
0