
გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. თოვლის საფარისგანი იწმინდება ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც.
ამ დრომდე მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები და მეტეოროლოგიური მდგომარეობის კვლავ გაუარესების შემთხვევაში, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას.
0
0
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
25/05/2026