
თვითმმართველობის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც 69 მილიონით განისაზღვრა, სხდომაზე მყოფი 24 საკრებულოს წევრიდან, მხარი 22 დაუჭირა.
საკრებულოს სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა. მან ბიუჯეტის დამტკიცებამდე, საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა.
„2023 წლის ბიუჯეტი 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 14 მილიონით. საბიუჯეტო სახსრები გადანაწილებულია ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად და აუცილებელ საჭიროებებზე. აქტიურად ვმუშაობთ საკუთარი შემოსავლების ზრდაზეც, რაც სამომავლოდ ახალი ინიციატივების დაფინანსების საშუალებას მოგვცემს.“ - აღნიშნა სხდომაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 6 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდა.
მომავალი წლის საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების, განათლების, სპორტის კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფას.
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მომზადდა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2023-2026) მიხედვით.
პრიორიტეტების დოკუმენტი შემუშავდა მოსახლეობასთან კონსულტაციებით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.
0
0