
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერას უცხადებს. ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქომ თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
გორისა და ატენის მიტროპოლიტის თქმით, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მიმდინარე ძალადობრივი ზემოქმედება მიუღებელია.
„საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მძიმე გამოცდა. ბევრი მორწმუნე ავლებს პარალელს ბოლშევიკურ პერიოდში ეკლესიის დევნასთან.
ვლოცულობთ ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისათვის თქვენს ქრისტეს მოყვარე სამშობლოსათვის, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მისი მეთაურობით, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრესი, სინოდის წევრების, თანამოძმეების და მორწმუნე ხალხის“, - ნათქვამია მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მიერ მიწერილ წერილში.
ცნობისთვის, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს, კიევ-პეჩერის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა.
0
0