
მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც გორში პირველად გაიმართა, ახალგაზრდებმა იმუშავეს ისეთ პროექტებზე, რომელიც მათთვის პრიორიტეტული და საინტერესოა.
ფორუმის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე.
ფორუმში აქტიურად ჩაერთნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
პროექტში, რომელიც გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების,“ „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ - FID - ისა და „ადამიანთა უფლებების კვლევიუს ცენტრის“ თანადაფინანსებით განხორციელდა, კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
ფორუმს ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
0
0