
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩაგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ლია მამულაშვილთან ერთად, მედიატურის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი საწარმო დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ საწარმო „ლიდერთან“ გორის მერია რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. შედაგად, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულ ქალბატონები ჭრა - კერვას და მოდელირებას უსასყიდლოდ სწავლობენ. თანამშრომლობის მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა.
მედიატური გაიმართა CENN-ის პროექტის „EU4Youth – საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის (SEED)“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
„მიხარია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში სოციალური და გარემოსდაცვითი საწარმოები ფუნქციონირებს. გორელმა მეწარმეებმა აღნიშნული ობიექტების გახსნა და ათეულობით ადგილობრივის დასაქმება ევროკავშირის დახმარებით შეძლეს. უზომოდ მადლიერი ვარ და ვაფასებ ევროკავშირის მხარდაჭერას. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი კომერციული ობიექტი გაიხსნება. პირადად გავეცანი არსებული საწარმოების საქმიანობას. მათ უკვე საკმაოდ დიდი წარმატებები აქვთ და მჯერა, რომ კიდევ უფრო განვითარდებიან. გორის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
0
0