
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მამის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტიტულოვანი სპორტსმენის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში მე-5 წელია იმართება.
შეჯიბრებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტარლური სასპორტო სკოლა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მასში მონაწილეობას უმცროსი ასაკის ჭაბუკები იღებდნენ. ასპარეზობა ვაჟებს შორის 11, ხოლო გოგონებს შორის 2 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
საპროზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზებიც.
ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
0
0