
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტის „დიალოგი და განსხვავებას“ დასკვნითი ღონისძიება გორში, კულტურის ცენტრში გაიმართა.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა მაყურებელს ფორუმ თეატრი წარუდგინეს. წარმოდგენის შემდეგ, პროექტის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას გორის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ამერიკის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, მოზარდები 3 დღის განმავლობაში ეუფლებოდნენ ფორუმ თეატრის, ფილმის გადაღებისა და ინტერვიუს ტექნოლოგიებს.
ვორქშოფებს, ამერიკელი ხელოვანები ქართველ კოლეგებთან ერთად უძღვებოდნენ და ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნების სწავლების აპრობირებულ მეთოდებს სთავაზობდნენ.
საერთაშორისო პროექტი გორში, გორის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand” - მა “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან“ (CSDC) პარტნიორობით განახორციელა.
პროექტი გორის გარდა, თბილისსა და ზუგდიდში ხორციელდება.
0
0