28/06/2024
19:28
საზოგადოება
![main-img]( /storage/files/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%98.jpg )
Google-მა 110 ახალი ენა დაამატა თავის ონლაინ მთარგმნელ Google Translate-ს - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
„ჩვენ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რათა გავაფართოვოთ გამოყენებული ენების რაოდენობა. ჩვენი მასობრივი PaLM 2 ენის მოდელით, ჩვენ ვამატებთ 110 ახალ ენას Google Translate-ს, რაც ყველაზე დიდი გაფართოებაა ჩვენს ისტორიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
თარჯიმნების ონლაინ მონაცემთა ბაზას დაემატა რუსეთში, ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სალაპარაკო ენები - აფხაზური, ოსური, ავარული, ჩეჩნური, ბაშკირული, ბურიატული, ჩუვაშური, უდმურტული, ტუვანური, იაკუტური, ყირიმულ-თათული, კომისა და ლუგოვომარული.
კომპანიამ განმარტა, რომ დამატებულ ენებზე ლაპარაკობს 614 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 8%. აქედან დაახლოებით მეოთხედი აფრიკულ ენებზე.
0
0