
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფორუმ "უკრაინა. 2025"-ის შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ჩილელი ჟურნალისტის მკვლელობის [რადგან ის რუსეთის აგენტი იყო] ბრძანების გაცემის“ შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ,,ის არც კი იცნობდა უკრაინაში მოკლულ აშშ-ის მოქალაქეს, ჟურნალისტ გონსალო ლირას.
”მე არც კი ვიცნობდი ამ კაცს, არც არასოდეს მინახავს. არ მჯერა, რომ ერთი ჩილელი ჟურნალისტი, რომელიც ნახევრად ამერიკელი იყო და ნახევრად რუსი აგენტი, ასეთ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ამიტომ მე ეს საკითხი არ მაინტერესებს”, - თქვა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ზელენსკი ამერიკელი ჟურნალისტ-ბლოგერის გონსალო ლირას მკვლელობაში დაადანაშაულა.
2024 წლის იანვარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინაში ლირას გარდაცვალების შესახებ მონაცემების სიზუსტე.
0
0