საპარლამენტო “გირჩის” ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს უარი თქვან პრეზიდენტის ქარტიაზე, რადგან ეს ქარტია ოპოზიციის განადგურების გეგმას ჰგავს.
"ძალიან სამწუხაროა რაც ხდება, ამასობაში, საკმაოდ საშიშიც. გონს უნდა მოვიდნენ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, გამოვიდნენ ამ ქარტიიდან და დაივიწყონ პრეზიდენტის ინიციატივა. პრეზიდენტი რომ ასე დემონსტრაციულად ძალადობს ოპოზიციის იმ ოთხ სულელურ პარტიაზე, რომლებმაც ელემენტარულად პოლიტიკური პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეს, ეს უცნაურად გამოიყურება, იმიტომ, რომ არ მგონია, ეს იყოს შემთხვევითობა. უფრო, ოპოზიციის განადგურების გეგმას ჰგავს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტექნიკური მთავრობის წარდგენა არჩევნებამდე დააანონსა. ამასთან, ის ამბობს, რომ, ვინც წარდგენას არ ეთანხმება, შეუძლია „ქარტიაზე" თავისი ხელმოწერა უკან გაიწვიოს. პრეზიდენტი ქარტიისა და ტექნიკური მთავრობის იდეაზე მრავალრაუნდიან კონსულტაციებს ოპოზიციურ გაერთიანებებთან წინა კვირების განმავლობაში მართავდა. ესენი არიან: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ძლიერი საქართველო", „გახარია საქართველოსთვის".
0
0