
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 20 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
შს მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.
მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გომელაურის მუშაობას დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ახლა მაინც ამომრჩევლისთვის საინტერესო შეკითხვებს დასვამს.
„ვახტანგ გომელაური არის ის მინისტრი, რომელიც ასრულებს პირობასა და სიტყვას, რომელსაც აძლევს საზოგადოებას. ჩვენი მხრიდან იქნება საქმიანი კითხვები მომავალთან, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოპოზიციასა, იმედი არ გვაქვს, მაგრამ იქნებ, ახლა მაინც გამოიყენონ ტრიბუნა იმისთვის, რომ დასვან კითხვები, რომელიც, თუნდაც მათ ელექტორატს აინტერესებს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
0
0