
⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით, მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ხელშეწყობით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ბაზაზე გაიმართა ქართული ჭიდაობის ჩემპიონატი — „აფხაზეთის ღია პირველობა“.
⭕ტურნირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა.
⭕ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის 80-მდე სპორტსმენი და გომბორი15 მოხალისე ჩაერთო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 2008–2010 და 2011–2013 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა.
⭕ასპარეზობა 14 წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები გადაეცათ.
⭕ჩემპიონატის არბიტრთა შორის იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის ომების ვეტერანი, სპორტის ოსტატი ძიუდოში, ეროვნული კატეგორიის მსაჯი — გია ედილაშვილი.
⭕ტურნირს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, მასპინძელი ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლები და მოხალისეები დაესწრნენ.
⭕ჩემპიონატის მიზანს წარმოადგენდა მოხალისეების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჭიდაობის ტრადიციების მხარდაჭერა.
⭕საგულისხმოა, რომ ქართული ჭიდაობა 2018 წლიდან იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შესული.
0
0
თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს
20/08/2025