
„გამაცანით ეს კაცი“- ეს სიტყვები „რკინის ლედად“ წოდებული, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გოლდა მეიერის შვილიშვილმა, მუსიკოსმა გიდი მეიერმა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაწერა.
ის, ვისი გაცნობაც გიდი მეიერს სურდა, ქართველი მეუფე - აბბა ალავერდელი, ალავერდის მიტროპოლიტი დავითია. და რაც მთავარია, შეხვედრის სურვილი მის ბებიას, გოლდა მეიერს უკავშირდებოდა...
აღსანიშნავია, რომ აბბა ალავერდელი თავის საჯარო გამოსვლებსა თუ ქადაგებებში, ხშირად ციტირებს ისრაელელი “რკინის ლედის” სიტყვებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამოსვლას მოუსმინა გიდი მეიერმა, როდესაც საპატრიარქოსთან არსებული ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, მიტროპოლიტი დავითი, გოლდა მეიერის სიტყვებს ციტირებდა.
აბბა ალავერდელისა და გიდი მეიერის შეხვედრა ალავერდში შედგა…
ქართული ხუროთმოძღვრება, ალავერდის ტაძარი მთელი თავისი დიდებულებით, მე-11 საუკუნის ღვინის მარანი და ქვევრები, ათასწლოვანი ზეთის ხილის ხეეები ალავერდის ტაძრის ეზოში და აბბა ალავერდელის საჩუქარი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ - სტუმრისთვის, სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
საქართველო-ისრაელის საუკუნოვანი მეგობრობა, ორი პატარა ერის მსგავსება თუ განსხვავებულობა, მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები და გეგმები იყო აბბა ალავერდელისა და გიდი მეიერის შეხვედრის მთავარი სასაუბრო, რასაც ქართული ღვინის გარეშე არ ჩაუვლია...
გოლდა მეიერის შვილიშვილი „ბადაგონსაც“ ეწვია, სადაც კომპანიის დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ უმასპინძლა. სწორედ „ბადაგონის“ ქარხნის სივრცე გახდა ისრაელელი სტუმრისთვის ის ადგილი, სადაც ქართული ღვინის შესახებ ისტორია მოისმინა და „ბადაგონის“ მრავალფეროვანი ღვინოები დააგემოვნა.
იხილეთ სიუჟეტი სრულად:
0
0
1 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/03/2026