05/08/2024
12:32
მედიცინა
ინგლისის ქალაქ რედქარში, 7 წლის გოგონა [ვინაობა ცნობილი არ არის] ნიუკასლის საავადმყოფოში კუჭის ტკივილის ჩივილით მიიყვანეს. ქირურგებმა ხუთსაათიანი ოპერაციის შემდეგ, პაციენტს კუჭიდან 15 სმ-იანი თმის გროვა ამოაცალეს.
ქირურგების განცხადებით, თმა პაციენტის ნაწლავის 80%-ზე იყო მოდებული. მათივე თქმით, გოგონას რაპუნცელის სინდრომი აწუხებდა (ნაწლავთა დახშობა, რაც გამოწვეულია თმების სისტემატური გადაყლაპვით) და ხუთი წლის მანძილზე გადაყლაპული თმა ნაწლავებში დაგროვდა.
მანამდე კი, გოგონას დედას, კეტრინს, ექიმებმა განუმარტეს, რომ აღნიშნული დაავადება მძიმე არ იყო. როგორც ცნობილია, რაპუნცელის დაავადება, ძირითადად თინეიჯერ გოგონებს აღენიშნებათ და ის შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, შფოთვით ან მავნე ჩვევით.
კეტრინის განცხადებით, გოგონასთვის საკუთარი თმის „ჭამა კომფორტი იყო".
როგორც BBC-ი წერს, პაციენტი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა.
0
0