აშშ-ის მისისიპის შტატში, პოლიციამ 22 წლის გოგონას დასახიჩრებული ცხედარი საკუთარ მანქანაში იპოვა. გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტის სტუდენტი ლორენ იოჰანსენია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგონას მეგობარი ბიჭია.
გარდაცვლილი იოჰანსენის მამა ლენს იოჰანსენი ამტკიცებდა, რომ რივერსმა მისი ქალიშვილი მძევლად აიყვანა და სცემა, როდესაც ისინი ნეშვილში, ტენესის შტატში, დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
ნეშვილის პოლიციის წარმომადგენელმა The Independent-ს დაუდასტურა, რომ ბრისენ რივერსი დაპატიმრებული იყო გოგონას გატაცების მძიმე ბრალდებით, ხოლო იოჰანსენის სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე - ის ციხიდან გაათავისუფლეს. მკვლელობის ჩადენის დროს, რივერსი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე საათის შემდეგ, ის პოლიციამ ტყეში იპოვა.
„მანქანა, ჰარისონის ოლქში, მისისიპის სასაფლაოს შუაგულში იყო გაჩერებული. უკანა სავარძლებზე აღმოვაჩინეთ ნაგვის ტომრებში გახვეული გოგონას ნაცემი, სისხლიანი სხეულის ნაწილები. მისი მეგობარი, 23 წლის ბრისენ რივერსი, ამჟამად მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული,“ - განაცხადა ნეშვილის პოლიციამ.
0
0