-share.jpg)
ნდოეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც არ დაეხმარა გოგონას, რომელსაც სექსის შემდეგ სისხლდენა ჰქონდა. ამის შესახებ India Today წერს.
შემთხვევა შტატ გუჯარატში, ნავსათში მოხდა. 23 წლის ქალს, რომელსაც 26 წლის შეყვარებულთან სქესობრივ კავშირი ჰქონდა, მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო. ამის მიუხედავად, მამაკაცმა განაგრძო სქესობრივი კავშირი და შეწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, როცა სისხლმა უფრო ძლიერი დინება დაიწყო. სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად, ახალგაზრდა კაცი საათნახევარი ინტერნეტში ეძებდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში და სისხლდენის შეჩერებას პირსახოცით ცდილობდა.
საბოლოოდ ქალმა გონება დაკარგა. ამის შემდეგ მამაკაცმა მეგობარს დაურეკა და რჩევა სთხოვა. მათ ქალი მანქანაში ერთად ჩასვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ დროისთვის მას პულსი აღარ ესინჯებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ექიმების თქმით, ქალი გადარჩებოდა, თუ მამაკაცი მასინვე სასწარფო სამედიცინო დახმარებას გამოიძახებდ. გარდაცვალების მიზეზი სასქესო ორგანოების დაზიანებები, საშოს გახეთქვა და დიდი რაოდენობით სისიხლის დაკრგვა გახდა.ახლა მამაკაცს ციხე ემუქრება.
0
0