გოგი წულაია ქუთაისის თვითმმართველობის შენობასთან „ფინია ძაღლით” მივიდა
03/12/2021
11:19
პოლიტიკა
A-
+A
„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გოგი წულაიამ თვითმმართველობის შენობასთან აქცია გამართა. მან სიმბოლურად ფინია ძაღლის თოჯინა მიიტანა და განაცხადა, რომ მასში საკუთარ თავს საკრებულოს ყველა ის ახალი წევრი ამოიცნობს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.
„ამ ფინია ძაღლში თავს ამოიცნობს ყველა, ვინც ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ ასეთ ხელისუფლების პირობებში ქალაქი არსებული მდგომარეობიდან ვერ გამოვა. ამ პერფომანსით ვეუბნები ხელისუფლებას, რომ ისინი რეალურად თოჯინები არიან“, – განაცხადა წულაიამ.
ცნობისთვის, ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღეს 12 სთ-ზეა ჩანიშნული.
0
0
326
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%