“გნებავთ მარჯვნიდან, გნებავთ მარცხნიდან, გნებავთ მუხლობრივი განხილვითაც - რუსულია ეს კანონი! მაგალითად, პირველი მუხლით, კანონი არ შეეხება ოკუპანტი რუსეთის ინტერესების გატარებაში მხილებულ ფარცხალაძეს!” - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელი პარლამენტში ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მაგრამ შეეხება მათ, ვინც რუსეთის მიერ 2008 წლის ომში ჩადენილ ასობით დარღვევაზე მტკიცებულებები შეაგროვა და იცავს საქართველოს და მის ასობით მოქალაქეს ევროპულ სასამართლოში, საკუთარი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად.
ამ ხალხს დაერქმევათ უცხოეთის ინტერესების მსახურები (ანუ აგენტები), თუ არ მოაწერენ ამაზე ხელს, დაჯარიმდებიან იმხელა თანხით, რომ ამას ვერც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვერ გადაიხდის და იძულებული იქნება - შეწყვიტოს საქმიანობა. ასე მოხდა რუსეთში." - წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუკში".
0
0