-share.jpg)
გასულ წელს, მილიონობით ბავშვი ვერ აიცრა ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა დიფტერია, ტეტანუსი და ყივანახველა, რადგან მთელ მსოფლიოში კონფლიქტების ზრდამ სასიცოცხლო ინსტრუმენტების მიწოდება შეაფერხა, ძირითადად, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში. გაეროს შეფასებით, 2023 წელს დაახლოებით 14,5 მილიონს ბავშვს ვაქცინაცია ვერ ჩაუტარდა. ასევე კიდევ 6,5 მილიონ ბავშვს არ მიუღია ვაქცინის ერთზე მეტი დოზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაავადებებისგან სრულად არ იყვნენ დაცულნი.
„გლობალურად, ბავშვთა ვაქცინაციის სტატისტიკის ყველაზე დიდი ვარდნა [57%-მდე] სუდანში დაფიქსირდა, რომელიც 15-თვიანი სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალდა. ეს ნიშნავს, რომ სუდანში თითქმის 701,000 ბავშვი საერთოდ არ იყო ვაქცინირებული წითელასა და დიფტერიაზე. 2023 წლის 9 თვის განმავლობაში, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, 17000-მდე გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, რომლებსაც ვაქცინაცია ვერ ჩაუტარდათ. ასევე იემენსა და ავღანეთში ყველაზე მეტი არავაქცინირებული ბავშვი დაფიქსირდა.
რაც შეეხება უკრაინას, რუსეთთან მიმდინარე ომის მიუხედავად, ქვეყანაში, ბავშვთა ვაქცინირების მაჩვენებელი გაუმჯობესდა,“ - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
0
0