
ოკუპაცია გრძელდება და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ რჩება. თუმცა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, სწორი რეფორმები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილი ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენცია „რაიზინა დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შეჯიბრი და თანამშრომლობა – უსაფრთხო მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც ქართველი დიპლომატისთვის, დიდი ხნის განმავლობაში რთულ ამოცანად რჩებოდა ამეხსნა, ერთი მხრივ, რუსული ოკუპაციის საფრთხეები, ხოლო მეორე მხრივ, არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები. ეს რჩება რთულ ამოცანად, რადგან ოკუპაცია გრძელდება და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ რჩება. თუმცა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, სწორი რეფორმები. გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ სწორედ ასე ვუპირისპირდებით ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0