
„სადგურის მოედანზე“ ნგრევის შედეგად დაშავებულ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც კლინიკაშია იმყოფება, „გლობალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა, სოფიო ბაბუციძემ მედიასთან დამატებითი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.
„პაციენტი ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალასარქვლის მოტეხილობა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. ნევროლოგიური სტატუსი დამაკმაყოფილებელია. ნეიროქირურგის რეკომენდაციით კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორდება კვლავ რამდენიმე საათის შემდეგ და დაკვირვების შედეგად გადაწყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი“, - აღნიშნა სოფიო ბაბუციძემ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025