26/10/2024
16:02
არჩევნები 2024
გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დამკვირვებელი დაშავდა. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც დაშავებულს დახმარებას უწევს.
საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.
„ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად მარტო მე არა, ძალიან ბევრ ჩემს თანატოლ დამკვირვებელს გაუსწორდნენ, არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. ისინი სუს-ის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ. იციან,რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ცდილობენ საარჩევნო პროცესი შეაფერხონ“, - აცხადებს დამკვირვებელი.
ცნობისთვის, გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მივიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა, შაკო კუჭაშვილი პროვოკაციების მოწყობას შეეცადა.
0
0