29/01/2022
20:38
საზოგადოება
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, რომ გლდანში ხუთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარადუდოდ ნახშირორჟანგით ინტოქსიკაცია გახდა.
„მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, რაც პირველადი დათვალიერების შედეგად ჩვენი სპეციალისტებისთვის გახდა ცნობილი არის ნახშირორჟანგი. ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა აღნიშნულ ბინაში, მათ აღმოაჩინეს ღია და ანთებულ მდგომარეობაში გაზქურის ღუმელი, რომლითაც სავარაუდოდ, აღნიშნული ოჯახი იყენებდა გათბობის მიზნით. ეს არის პირველადი ვარაუდი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს მოგვიანებით. ყველა აბონენტს, მოვუწოდებთ, არ მოიხმარონ ღია წვის დანადგარები, არ მოიხმარონ გაზქურა და გაზქურის ღუმელი გათბობის მიზნით, დაემორჩილონ ჩვენს სპეციალისტებს, არ მიაერთონ თვითნებურად გაზის დანადგარები. თითოეული გაზის დანადგარის მიერთების დროს, აუცილებლად დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე 2 40 40 04. ეს შემოწმება არის უფასო. ჩვენი კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ თითოეული ზარი არ იქნება რეაგირების გარეშე დატოვებული. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ ბინაში გაზის დანადგარებს და გაზის ქსელს“, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
0
0