გლდანის ციხესთან პატიმრის მამამ თავის დაწვა სცადა
A-
+A

გლდანის ციხესთან ერთ-ერთი პატიმრის მამამ არსენ ცერცვაძემ თავის დაწვა სცადა. მან ციხესთან საწვავი გადაისხა, თუმცა, პოლიციის დროული რეაგირების წყალობით, ცეცხლის წაკიდება ვერ შეძლო.
არსებული ინფორმაციით, პატიმარს გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება, დაკავებული კი ბრალს არ აღიარებს და დაახლოებით ერთი თვეა შიმშილობს. ოჯახი მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.
„ადამიანს დანაშაული არ მიუძღვის და ამის გამო უნდა მოიხადოს 9 თვე? დღეს რომ ვნახე, გავგიჟდი. არ შემიძლია, ამდენს ვერ მოვითმენ, რომ არ შევსულიყავი და არ მენახა“, - აღნიშნა ინციდენტამდე არსენ ცერცვაძემ „ტვ პირველთან“ კომენტარში.
ინციდენტზე რეაგირების შემდეგ სამართალდამცველებმა არსენ ცერცვაძე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
წყარო: pia.ge
0
0
477
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%