
“მთავარი არხის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საახალწლო მიმართვას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
მისი აზრით, “უწმინდესი ვერ დადის, ვერ საუბრობს და მანიპულაციის მსხვერპლია, ამიტომ, პენსიაზე უნდა გაუშვან” და მისი სახელით “ეკლესიისთვის ყველანაირი მყრალი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდონ”.
ჟურნალისტი წერს:
,,ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული.
ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს?
ან მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს?
ან თუნდაც იღებს გადაწყვეტილებას თევზით ხსნილობის შესახებ.
ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს – მანიპულაციის მსხვერპლია ჩვეულებრივი! გიზით ტახტზე და მისი სახელით წყვეტთ ყველანაირ სიმყრალეს ეკლესიისთვის.
გაუშვით პენსიაზე, დაასვენეთ და გეყოთ სინდისი, თქვენი სახელითა და ავტორიტეტით მართოთ ეკლესია.
თუკი გაქვთ რამე სახელი და სინდისი ზაგორსკისა და ტიხონის უნივერსიტეტის აქეთ, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებო, პედოფილებო, მემრუშეებო და ლექსოს მკვლელებო!”, – წერს გოგოტიშვილი.
0
0