
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თარგამაძემ განუცხადა, ის უწყებაში მისვლას არ აპირებს, მან გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მას სასამართლოში გამოკითხვაზე ხვალ დაიბარებენ.
გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც გამოცხადებაზე მან უარი განაცხადა.
თარგამაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის მეოთხეა, ვისაც უკვე საგამოძიებო უწყებიდან დაურეკეს. მას გამოკითხვის შემდეგ, დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, ბრალს წაუყენებენ.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18/04/2025