02/08/2023
22:25
საზოგადოება
,,ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ,,სტუდია მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ასე ეხმაურება:
,,გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან (მომაკვდავ შვილთან)ყოველ ვიზიტზე Gucci ისა და Chanel ის “ლუქით” მიდის, შვილის პოლიტიკურ გათეთრებაში მილიონს იხდის და ქართველ ხალხს დაგვცინის (მან პოლიტიკური მიკერძოებით ხელოვნურად მისთვის დაშვებული შესაძლებლობით ისარგებლა და დღეს მილიონებს ითვლის) და ამაზე არ გაქვთ რეაქცია და ნანუკა თამაზაშვილის ძვირადღირებული სამოსი (მას ამის უფლება და ფინანსური შესაძლებლობა აქვს, მას ქართველი ხალხისთვის არაფერი წაურთმევია)
რატომ გაშფოთებთ?!
სახეზეა ორმაგი სტანდარტი, მიკერძოების ისეთ ხარისხში რომელიც ყოველგვარ ობიექტურობას სცილდება.
მინაწერი: სანამ ვინმეს კანონიერად მოპოვებულს დაუთვლით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ უკონკურენტოდ გამარჯვებული ტენდერები და სახელმწიფოს ბიუჯეტით “მოგულავე” მისი ოჯახის თავგადასავლები გაიხსენეთ და გამოიკვლიეთ!”
0
0