-share.jpg)
სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
ანალიტიკოსი წერს, რომ “გიული ალასანია დღემდე რჩება პროთურქული ორგანიზაცია ”პლატფორმა ევრაზიის" დიალოგის საქართველოს ფილიალის გამგეობის თავმჯდომარედ. თუმცა „პლატფორმა ევრაზია“ რუსეთის ინტერესებსაც რომ ემსახურება, ეჭვს არ იწვევს".
სალუქვაძე ვრცლად იხსენებს 2010 წელს, თურქეთში გამართულ დიალოგ ევრაზიის მე-9 საერთაშორისო ფორუმს, სადაც გიული ალასანია სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა.
“ვინმე თუ იტყვის, რომ ეს ღიად პრორუსული განცხადებები დედამ გააკეთა და სააკაშვილი არაფერ შუაშიაო, გაგახსენებთ მაშინდელ შსს-ში რუსი ჟურნალისტების ექსკურსიას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, სააკაშვილის ლარსზე დახვედრას და რუსი ტურისტების პირადად მომსახურებას, რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას, ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს”, -წერს ამირან სალუქვაძე.
მისი განცხადებით, პლატფორმა "ევრაზიის დიალოგის" შესახებ უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში. მის შემადგენლობაში თურქეთის გარდა შედიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა და საქართველო.
“თქვენი პროევროპელობა თუ პროევროპულობა არ გაიშვა”, წერს სალუქვაძე.
0
0