
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გინტაუტას პალუცკასა და მისი მთავრობის გადადგომის განკარგულებას მოაწერა ხელი. მანვე დროებით მთავრობის ხელმძღვანლობა ფინანსთა მინისტრ სიმანტას შადჟიუსს დაავალა.
გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტს 31 ივლისს, მას შემდეგ აცნობა, რაც მის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა.
როგორც ცნობილია, ლიეტუვაში ჟურნალისტებმა პალუცკასის საეჭვო ბიზნესკავშირები გამოავლინეს. ამის საფუძველზე, ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გარემოებების გამოძიება დაავალა. ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს კომპანია „დანკორაში“, რომელიც პრემიერის ცოლისძმას ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია ევროპულ დაფინანსებას იღებდა და იძენდა აკუმულატორის სისტემებს თავად პრემიერის კომპანია „გარნისისგან“.
ნაუსედამ პალუცკასს ბრალდებებზე ახსნა-განმარტებისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.
0
0