03/06/2025
18:57

როგორც რადიო ,,სივრცის“ ეთერში ,"გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, მათ იციან როგორ დაამარცხონ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთო ოპოზიციური მხარდაჭერა.
მანამდე იაგო ხვიჩიამ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის“ და "ლელოს“ გარიგებაზე, რის შედეგადაც შესაძლოა ხეირის მიღებას მიხეილ სააკაშვილი შეეცადოს, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, "ნაციონალური მოძრაობისა“ და ",ახლების“ შემთხვევაში იყო.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ახლა "ლელოს“ მიეყიდებიან, რომ ,,ლელომ“ აიღოს ბევრი ხმა, თუმცა არც იმდენად ბევრი, რომ ,"ქართულ ოცნებას“ საფრთხე შეუქმნას.
"რეალურად, საფრთხის შემცველი ხელისუფლებისთვის იქნებოდა, რომ დაეყენებინათ საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რომელსაც ყველა დაუჭერდა მხარს და რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ იქნებოდა. ასეთი კანდიდატი არსებობს“ - აცხადებს ხვიჩია და დასძენს, რომ ასეთი კანდიდატების წინ წამოწევის ნაცვლად, ოპოზიცია გაიყო არჩვნებზე გამსვლელებად და მათ დამბულინგებლებად, რაც ხვიჩიას აზრით, მხოლოდ "ქართული ოცნების“ წეისქვილზე ასხამს წყალს.
კითხვაზე, მოიძებნება თუ არა ოპოზიციაში კანდიდატი, რომელიც ოპოზიციის ხმების მობილიზებასაც შეძლებს და "ქართულ ოცნებასაც" წაართმევს ხმებს, ხვიჩია პასუხობს, რომ ასეთი ადამიანი ოპოზიციის მიღმაა მოსაძებნი და მათ ასეთი კანდიდატი ჰყავთ.
,,ჩვენთვის რომ ეკითხათ, ჩვენ დავასახელებდით ასეთ კანდიდატს“ - აცხადებს ,,გირჩის“ ლიდერი, რომელიც თუ დანარჩენი ოპოზიცია უახლოეს ერთ კვირაში არ გამოეხმაურება, თბილისის მერობის კანდიდატს დამოუკიდებლად დაასახელებს და ,,ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულასაც დადებს.
0
0