
მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს ენი გასიევას დაშორდა, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ენი "ოფენ ეარზე“ ახალგარზდა კაცს მკერდზე კოცნიდა. მალევე ლენუკა ყიფშიძემ განმარტა, რომ ენი მისი რძალი აღარ იყო და გიორგი რამდენიმე თვეა, რაც მეუღლეს დაშორდა.
მსახიობ, გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა შვილების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დაშორების შემდეგ შვილები მამასთან, გიორგი ყიფშიძესთან ჰყავს დატოვებული.
მისივე თქმით, მას შვილები მასთან იმიტომ ვერ მიჰყავს, რომ თავად დაქალთან ცხოვრობს.
"კვირა ნახევარია იმ სახლიდან წამოვედი, ვცხოვრობ ჩემს დაქალთან. იქ ბავშვებს ვერ წავიყვან, არ უყვარს [დაქალს] ბავშვები და რა ვქნა?
მე გიორგი დღემდე მიყვარს, ეს კადრები რომ ნახა ეს იყო შოკი მისთვის.
"გიორგიმ მითხრა, შენ რა ქალი ხარ, შვილები დაყარეო"," - ამბობს ენი გასიევა.
0
0