03/12/2021
17:47
პოლიტიკა
წულუკიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამოენგრა თავზე.
ამასთან, თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შეახსენა, რომ მწერალთა კავშირი მათი მმართველობის პერიოდის დროს გააუქმეს.
„მინდა გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შევახსენო, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით? რატომ იცინით ქალბატონო სალომე?! თქვენ ალბათ მაშინ ბრიუსელში იყავით და ესპრესოს ჭიქით ხელში დიპლომატის მშვიდი სახით აკვირდებოდით რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდი პატივს გცემთ.
2007 წელს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში იქიდან გამოყარა მწერლები, მათ მოუწიათ დავა სასამართლოში და გამოიცანით როგორ დამთავრდა თქვენი ხელისუფლების დროს? - წააგეს და ისინი დატოვეს ქუჩაში, შემდეგ ტაშ-ფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ კავშირის დროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში და ბატონი გიორგი ვაშაძე მეკითხება მწერალთა კავშირთან დაკავშირებით რას აპირებო. ალბათ მას უნდოდა ეკითხა მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი იმასთან დაკავშირებით რას აპირებო! მწერალთა სახლის ამჟამინდელ შენობას, ასევე, აქვს პრობლემა და ჩვენ უკვე გამაგრების პროცედურებისთვის თანხა დავხარჯეთ.
2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე, იმიტომ რომ ბატონმა დავით აღმაშენებელმა ისე ააშენა იუსტიციის სახლი, სოკოებს რომ ეძახიან თბილისელები იმ პეტალებში, რომელშიც სახურავია რეალურად არის ჰაერი, ჩატოვეს არმატურები და ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, სახურავი ჩამოიქცა. აი ასეთია კაცია აღმშენებელი, რომელიც მწერალთა კავშირში სპეცრაზმით შეიჭრა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0